ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ანალიზებში დრამატული ცვლილებები არ არის, თუმცა, მისი მდგომარეობა უარესდება

”ვერ ვიტყვი, რომ დრამატული ცვლილებები იყო ტესტებში, თუმცა, მდგომარეობა უარესდება”, – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 36-ე დღეა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი წყვეტს კონსილიუმთან შეხვედრებს და მოითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას, რომელშიც მისი პირადი ჰოლანდიელი ექიმიც შევა.

„ვერ ვიტყვი, რომ დრამატული ცვლილებები იყო ტესტებში, თუმცა, მდგომარეობა უარესდება. გავესაუბრეთ პრეზიდენტს და მისი მდგომარეობა პრაქტიკულად იგივე იყო, რაც გუშინ. ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან. ეს იმიტომ არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო ან რამე პრობლემები, არავითარ შემთხვევაში, ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ უნდა, რომ ალტერნატიული ნახოს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები