საქართველოში კორონავირუსს კიდევ 62 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 62 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევები 5340-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 3631 პაციენტი.

ჯამში ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 55 301 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები