საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა

წუხელ, გვიან ღამით საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:56 საათზე მოხდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები