NCDC: საქართველოში ჩატარებული PCR და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჯამური რაოდენობა 9 151 235 შეადგენს
საქართველოში ჩატარებული PCR და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჯამური რაოდენობა 9 151 235 შეადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია (მე-7 გადახედვა) ნათქვამი.
რაც შეეხება ტესტის დღიურ საშუალო რაოდენობას ის 15 792 -ია.
“2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ ქვეყანაში ჩატარებული PCR და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჯამური რაოდენობა – 9 151 235 (245 434 ტესტი 100 000 მოსახლეზე), დღიური საშუალო რაოდენობა – 15 792.