იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

მონაწილეთა მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 35-ე დღეა, შიმშილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები