გიორგი ცუცქირიძე: პრეზიდენტის გამოსვლის დედააზრი პოლარიზაციის დასრულებისკენ იყო მიმართული

„ქალბატონი პრეზიდენტი მხოლოდ მაშინ ხდება ოპოზიციის პრეზიდენტი, თუ ის მათ სურვილებს გაახმოვანებს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დედააზრი პოლარიზაციის დასრულებისკენ იყო მიმართული.

„მოკლედ და მარტივად უნდა ითქვას, ქართულ ოპოსპექტრს მხარდამჭერი პარტიული მედიარესურსით, დემოკრატიის არც ანა- ბანა ესმის და არც არაფერი საერთო ევროპულ ღირებულებებთან არა აქვს, რაც საერთო ეროვნულ კონსენსუსზე დგას!
ქალბატონი პრეზიდენტიც მხოლოდ მაშინ ხდება მათი პრეზიდენტი, თუ ის მათ სურვილებს გაახმოვანებს. სხვა შემთხვევაში კრიტიკას, ცოტა რბილი ნათქვამია, შეურაცხყოფის კანონადაში გაატარებენ. ან რა გასაკვირია, რომ ამ კლასტერად გადაქცეული სოციუმის მთელი რიტორიკა განსხვავებული აზრის მიუღებლობასა და სიძულვილის ენას ქადაგებდეს 24 საათით ცისფერი ეკრანებიდან?
ამ დროს ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლის დედააზრი პოლარიზაციის დასრულებისკენ, სიძულვილის ენის მიუღებლობაზე, თუ საერთო ძალისხმევით, კოვიდპანდემიის სახიფათო ნიშნულის შემცირების აუცილებლობის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკის გააქტიურებისკენ იყო მიმართული.
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მათეული შეფასება, რა გასაკვირია, როდესაც ეს ძალად პროდვინუტ -მედასავლეთე მართლა თავად ბიოცისტერნები, საკუთარ ხალხს დედას რომ აგინებენ და ბიომასად მოიხსენიებენ?! ერთადერთ ამოცანად ნებისმიერ ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნება აქვთ დასახული, ხალხიც ფეხებზე ჰკიდიათ და ქვეყანაც! ერთხელ თუ გამოუვიდათ, რატომ მეორედ არ გამოუვათ?! ეს არის ეროვნული ხელისუფლების იარაღის გზით დამხობის არასათანადო სახელმწიფოებრივი შეფასების და დაუსჯელობის სინდრომის სავალალო შედეგი, ასეთი რენეგატი და მოღალატე პოლიტიკური კლასი რომ ჩამოყალიბდა!
ამიტომაც არის ასე აუცილებელი და დროული პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმის დასრულება და ამ საქმეში მოქმედი ფიგურანტების და მხარდამჭერთა მხილება, ხოლო სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირებს, საერთოდ უნდა აეკრძალოთ პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობის მიღება.
ამიტომაც არ შეიძლება ამათი ხელისუფლებაში დაბრუნების დაშვება, და კარგია, რომ ამ არჩევნებზეც, ისევე როგორც ბოლო ცხრა წელიწადში, სწორედ ის შედეგი მოიმკეს, რასაც იმსახურებენ! მართლა ავაზაკები ესენი!“, – წერს ცუცქირიძე.

ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.
მისი განცხდებით, არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან.
„არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის.
ნიშანდობლივია, რომ ცესკო-ს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.
არჩევნები დასრულდა, თუმცა, რეალურად, გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა, და არც საზოგადოება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას.
„საზოგადოებას კი სჭირდება მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და, მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.
დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა: რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით…
რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?
რეალურად, ჩატარებული არჩევნები გვაძლევს ამის შესაძლებლობას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები