ზუგდიდში ”ნაცმოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართება
ზუგდიდში დღეს ”ნაცმოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა, ახლა დროა, ხალხმა თავისი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და სააკაშვილის სიცოცხლე ქუჩაში დაიცვას.
“მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელსა და მთელს სამეგრელოს – მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ძალიან გაბრაზებულები წართმეული და მოპარული არჩევნების შემდეგ. ახლა არის დრო და ამ არჩევნებმა ჩვენ გვიჩვენა, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ იქნება საკმარისი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვისი ხმაც უსირცხვილოდ მოიპარეს, თავისი არჩევანი, ამ ქვეყნის თავისუფლება და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე მშვიდად, წყნარად, მტკიცედ, მაგრამ ჯიუტად დაიცვას ქუჩაში”, – თქვა მან.