ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა თურქი მოწინააღმდეგე, აჰმეთ იარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ცნობისთვის, ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ვიცე – ჩემპიონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები