“რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა პაციენტი აუცრელია”

“ჩვენი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა პაციენტი აუცრელია”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა „ქრონიკას“ განუცხადა.

“ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად 3-5 ათასი ვაქცინირებული ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი.

ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით – 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები