ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას წყვეტს.

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება, უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა დღეს პარლამენტს. მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის სერიოზულ კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები