გოგა ხაინდრავა – „ნინო ბურჯანაძეს რა უნდა გაუყალბო, არ გადამრიოთ, ან იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ოგბუნუჯუსთან არჩევნები წააგო“
„ნინო ბურჯანაძეს რა უნდა გაუყალბო, არ გადამრიოთ, ან იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ოგბუნუჯუსთან არჩევნები წააგო?“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ოპოზიციამ ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა.
„იქ უნიჭოები არიან. მაგათ რომ ელემენტარული ნიჭი ჰქონდეთ, ეგეთ შეცდომებს ხომ არ დაუშვებდნენ, როგორსაც უშვებენ? შეიძლება, ნიჭიერმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ აბსოლუტურად ყველაფერი წააგოს? რისი წაგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი წააგეს. საბაბს ვერ პოულობენ, რომ თქვან რატომ აგებენ. საუბრობენ გაყალბებაზე. ნინო ბურჯანაძეს რა უნდა გაუყალბო, არ გადამრიოთ? იქნებ ვინმემ ამიხსნას? ან იმ პოლიტიკურ პარტიას რა უნდა გაუყალბო, რომელმაც ოგბუნუჯუსთან არჩევნები წააგო?“, – განაცხადა ხაინდრავამ.