მამუკა ხაზარაძე: მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მინდოდა

“მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მინდოდა ან რაიმეს გავქცეოდი. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ და ხმას გართმევენ” , – ამის შესახებ მამუკა ხარაზაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტოვებს დეპუტატის მანდატს, რადგან ხალხთან ერთად, ქუჩაში გააგრძელოს ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის.

“ვტოვებ საპარლამენტო მანდატს, რადგან თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა საქართველოსთვის, ჩვენი შვილებისთვის”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები