ელენე ხოშტარია: ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის

ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

როგორც “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მათი გეგმა იქნება ძალიან მკაფიო, პრინციპული და გამარჯვებაზე ორიენტირებული.

“ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამხელა ბრძოლის ფასად მისცეს ოპოზიციას და, რაც მთავარია, მისცეს ხმა ცვლილებებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები