ნიკა მელია: დღეს, 19:00 საათზე გელოდებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა სამოქმედო გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ
ოპოზიციური პარტიები დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებას აანონსებენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას პარლამენტის შენობის წინ შეკრებისას გააცნობენ.
„იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება. ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო. შეხვედრამდე რუსთაველის გამზირზე“,- განაცხადა მელიამ.