ნათია იოსელიანი: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49. 09 %-ია

“არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49. 09 პროცენტია”, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა.

“დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა. სრულად იყო დაცული კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

მინდა, ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო აქტიურობისა და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები