ხმაური ზუგდიდში – ანზორ მელიას პრესსამსახურის უფროსის თქმით, მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის 26-ე უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება. ხმაური მაშინ დაიწყო, როდესაც მედიის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად უბნის გარეთ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე და ზუგდიდის მერობის კანდიდატის ანზორ მელიას პრესსამსახურის უფროსი ნენე დალაქიშვილი აცხადებდნენ, რომ დალაქიშვილს უბანზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ხელი გაარტყეს.
ჩიქოვანმა დალაქიშვილს მოუწოდა, ინციდენტის გასარკვევად იქ მყოფი პოლიციის წარმომადგენლებისთვის მიემართა.
ამის შემდეგ დალაქიშვილმა მე-10 საარჩევნო უბანთან გადაინაცვლა, სადაც შეეცადა სამართალდამცველებისთვის 26-ე უბანზე მომხდარი ინციდენტი განემარტა, რასაც ხმაური მოყვა.