ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რომელიც აქამდე გვინახავს – მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში და გამოხატეთ თქვენი ნება

 

“ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რომელიც აქამდე გამოუყენებია და გვინახავს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

“მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით სახლში და გამოხატეთ თქვენი ნება. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს გაყალბების ყველა ის მეთოდი, რომელიც აქამდე გამოუყენებია და გვინახავს, მაგრამ მერწმუნეთ გაყალბების ყველა მცდელობა არის არაეფექტური, როდესაც ამომრჩეველი მიდის საარჩევნო უბნებზე და როდესაც ჩვენი აქტივობა არის ძალიან მაღალი. პრაქტიკულად ჩვენი აქტიურობით ხელ-ფეხს ვუბოჭავთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი მანიპულაცია მოახდინოს საარჩევნო უბნებზე, ამიტომ იაქტიურეთ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები