კახა კუჭავა: აუცილებელია, შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, ყველაფერი იწყება წინასაარჩევნო გარემოთი
“აუცილებელია, შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, ყველაფერი იწყება წინასაარჩევნო გარემოთი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არჩევნებზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნოდ მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირების შემთხვევაში უნდა აღმოიფხვრას.
„როდესაც მოსყიდვაზე ვსაუბრობთ, მე მახსენდება საიას ანგარიში წინა არჩევნების დროს, როცა მოსყიდვის 7 ფაქტი იყო დაფიქსირებული, საიდანაც 5 იყო ოპოზიციის მხრიდან, 2 კი „ქართული ოცნების“ მხრიდან. არც ერთია კარგი და არც მეორე, თუ ასეთი ფაქტი ფიქსირდება, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ფაქტებიც აღმოვფხვრათ. ზუსტად ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რომ ყველა სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და დასჯა მოხდეს“, – განაცხადა კუჭავამ.