CNN – მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

CNN-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა,  სადაც საუბარია რა გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიას და როგორ მოახერხა მთავრობამ ეკონომიკური პრობლემების დაძლევა.

მაგალითად, საუბარია საგარეო ვაჭრობის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. ასევე ტურიზმის განვითარებაზე.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად ჰქონდა დაგროვილი.

“ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უჭირავს. ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა სანამ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს გადაუვლიდა. მხოლოდ 2019 წელს მას რეკორდული რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ეკონომიკა ბევრად გაიზადა ისეთი შთამბეჭდავი ტემპებით, რომლის საშუალო მაჩვენებელიც 2017-2019 წლებში 4.9% იყო.

მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, პანდემიამ საქართველოსაც მძიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო ეკონომიკა 2020 წელს 6.2 %-ით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად. თუმცა, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მოქმედმა საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შეზღუდვები ეტაპობრივად და უსაფრთხოდ მოიხსნა, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

ეკონომიკური იმპულსის აღდგენა

2021 წლის დაწყებისთანავე, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი ტემპით დაიწყო აღდგენა. წლის მეორე კვარტალში ზრდის მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია, ხოლო წლის პირველი 6 თვის გასაშუალოებული მაჩვენებელი 12.7% იყო. შესაბამისად, რეალურმა მშპ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ დონეს, ხოლო ეკონომიკური აქტივობა ყველა სექტორში გაუმჯობესდა წარმოებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, სერვისებითა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობით დამთავრებული.
ამ დადებითი მოვლენების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუზარდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ სწრაფად აღდგება საშუალოვადიან პერიოდში, არამედ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონში და ევროპის ქვეყნებში თავისი 5.8%-იანი მაჩვენებლით. ეკონომიკური ზრდა გამყარდება ინფრასტრუქტურაში განხორციელებული კაპიტალდაბანდებით და სტრუქტურული რეფორმების უწყვეტი განხორციელებით, რაც გააძლიერებს წარმოებას და კერძო სექტორის მიერ განპირობებულ ეკონომიკურ ზრდას.
გაუმჯობესების პროცესში მყოფი ეკონომიკური აქტივობის ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობამაც გადაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებლებს. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.
„ევროპის მასშტაბით ერთერთი ყველაზე საუკეთესო – ძალიან ძლიერი – ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12%-ია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2021 წელს ორნიშნა წლიური მაჩვენებელით დავასრულებთ“ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა „ამდენად, კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ მომდევნო წლიდან. კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ საშუალო და მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და მეტად მჭიდრო ურთიერთობა გვექნება კერძო სექტორთან, რათა ერთობლივი ძალებით უფრო მასშტაბურად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”.

ტურიზმი: აღდგენამდე მიმავალი გზა
2021 წლის დასაწყისში შეზღუდვების მოხსნიდან დღემდე საქართველოში მოგზაურთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა. ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად აღიდგინეს შემოსავლები. ახლა 34 ავიაკომპანია ფუნქციონირებს და რეგულარულ ფრენებს მათი 85% ახორციელებს, მაშინ როდესაც 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 იყო. მგზავრების რაოდენობაც იმედისმომცემი გახდა. 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის აეროპორტები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით მგზავრების 42%-ს ემსახურებოდნენ.

2021 წლის მაისში გახსნილი საერთაშორისო საზღვრების საპასუხოდ საქართველოს ტურიზმის სექტორმა გაძლიერება დაიწყო. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია, ხოლო სექტემბერში 50%-ს გადააჭარბა, რადგან უსაფრთხოების ინდექსი სტაბილური გახდა, ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები – მოქნილი.

2021 წელს და შემდეგ პერიოდებში საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავიაციო ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენების გამო. „ევროკონტროლის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მგზავრთა ნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება და წინ უსწრებს სხვა ევროპული ქვეყნებისას – ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის.

გამძლეობა, როგორც სამომავლო კეთილდღეობის გასაღები
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, ძლიერი ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება არა მხოლოდ გაამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ მისი დარგობრივი პოლიტიკის სანდოობასაც უზრუნველყოფს. ეკონომიკური აქტივობის ნაწილში ზედმიწევნით დადებითი მოვლენების განვითარების წყალობით საქართველოს მთავრობამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად ჰქონდა დაგროვილი.

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ მყარად აჩვენა გამძლეობის უნარი. ქვეყნის მთავრობამ სტრატეგიულად განახორციელა დარგობრივი პოლიტიკური ძალისხმევა, ძლიერი ფისკალური დისციპლინა და შედეგად იქონია არა მხოლოდ მყარი აღდგენა, არამედ ძლიერი საფუძველი შეუქმნა სამომავლო კეთილდღეობას.

სტრუქტურული რეფორმების პრიორიტეტად დასახვის გამო, რაც თავის მხრივ გრძელდავიანი განვითარების მიზნებზეა ორიენტირებული და ეკონომიკის გარდაქმნას ისახავს მიზნად, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფასთან ერთად, საქართველო თავისუფლად შესძლებს განვითარების გზაზე ნებისმიერი სამომავლო გამოწვევის დაძლევას”, – წერია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები