„პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ – გორში მოძრავი გამოფენა გაიმართა
„პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – მოძრავი გამოფენა ამჯერად გორში გაიმართა.
პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით, კამპანია – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – 22 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნა. რის შემდეგაც გამოფენა საქართველოს რეგიონებს ყოველდღიურ რეჟიმში სტუმრობს.