„განახლებული რეგიონების” ფარგლებში, საგარეჯოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკები და ლითონის კონსტუქციის ჯებირები მოეწყო

პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, საგარეჯოში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკები და ლითონის კონსტუქციის ჯებირები მოეწყო, შენობების ფასადების რეაბილიტაცია კი გრძელდება. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები” საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, პროექტი 4 წლიანია და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები ხორციელდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები