საქსტატი: 2021 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.3 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.3 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები