უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 1824 ბავშვს დაუდასტურდა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა, 26 870 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წინა დღით 26 071 დადებითი შემთხვევა იყო.

ასევე, ვირუსს 648 პაციენტი ემსხვერპლა (წინა დღით – 576).

სტატისტიკას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაავადებულთა შორის 1824 ბავშვია და 491 მედიკოსი. ასევე, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 5463 პირი, წინა დღით 5366 იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 2 878 674 შემთხვევა დადასტურდა; 66 852 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები