მექსიკაში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს
მექსიკაში, ჩიაპას შტატში ცნობილი ჟურნალისტი, 62 წლის ფრედი ლოპეს არევალო მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Heraldo de Chiapas ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრედი ლოპეს არევალო გუშინ სახლში საღამოს, სხვა ქალაქში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა – მაშინ, როცა ის საბარგულიდან ნივთების ამოლაგებით იყო დაკავებული, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრეს, შემდეგ კი ბოროტმოქმედი მოტოციკლით მიიმალა.
ლოპეს არევალო სხვადასხვა უცხოურ სააგენტოში კორესპონდენტად მუშაობდა, ასევე, რედაქტორად მუშაობდა ადგილობრივ გამოცემებში: Novedades de México, Prensa Libre de Guatemala და Notimex. კარიერის განმავლობაში, ის აშუქებდა შეიარაღებულ კონფლიქტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის ფარგლებს გარეთ.