ნიკა მელია: არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში

“20 ოქტომბრის შემდეგ დიდ კონტრასტს ვხედავთ, ეს ის დღეა, როდესაც კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბეთ. თბილისი მზად არის ცვლილებებისთვის“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.

„არაფერი იმალება, პატარა ქალაქია თბილისი, ეს მოგონილი სპეკულაციები ხომ არ არის, რომ ძალით მიიყვანეს ადამიანები გუშინდელ აქციაზე, ნაწილმა მათგანმა არც კი იცოდა – სად მიდიოდა. ეს ყველაფერიც უნდა დამთავრდეს, მრავალფეროვნებას შეუძლია, ერთ საათში აღმოფხვრას ეს პრობლემა, რომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ აკადროს ვერასოდეს ვერცერთ საჯარო მოხელეს, რომ „მერე რა, რომ მე არ მემხრობი, წამოდი ახლა ჩემთან ერთად აქციაზე – ამაზე რომ საუბარი გვიწევს, ჯერ კიდევ ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გადავჭრათ და 30 ოქტომბერს უნდა დავიწყოთ იმ ქალაქებში გამარჯვებით, სადაც ვაპირებთ გამარჯვებას. არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა ოპოზიცია გამარჯვებასთან თბილისში, მთავარია ძალიან ბევრი მივიდეთ, რომ იმ გაყალბების მასშტაბებს ჩვენ დავუპირისპიროთ მაღალი გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში არა უბრალოდ დავამარცხებთ ჩვენ სახელისუფლებო კანდიდატს, არამედ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად დამარცხდება. 20 ოქტომბრის შემდეგ დიდ კონტრასტს ვხედავთ, ეს ის დღეა, როდესაც კოალიციური მთავრობა ჩამოვაყალიბეთ. თბილისი მზად არის ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები