ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მოლდოვას ენერგოკრიზისის დასაძლევად 60 მილიონ ევროს გამოუყოფს.

22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მანამდე, მოლდოვის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები