“თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას რუსეთთან განვიხილავთ” – სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არის მზად.

“ვფიქრობ, ეფექტური იქნებოდა ამ სამუშაოების დაწყება. ჩვენმა და თურქულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ არსებობს პოზიტიური სიგნალები”, – თქვა მან.

ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით თურქულ-აზერბაიჯანული განცხადებების კომენტირებისას გრიგორიანმა თქვა, რომ სომხეთის პოზიცია უცვლელია – „დერეფნის“ ლოგიკაში არცერთი საკითხი არ განიხილება. უფრო მეტიც, სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერების დონეზე ძალიან ნათლად არის ნათქვამი, რომ ყველა სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც უნდა განიბლოკოს, არის სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიები, რომლებზეც ისინი გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები