ჩავუშოღლუ: ანკარას ერევნის სიგნალებზე რეაგირება ექნება, თუმცა, გადაწყვეტილებას ბაქოსთან ერთად მიიღებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხში თურქეთი კონსულტაციებს აზერბაიჯანთან გადის.

ამის შესახებ დიპლომატმა CNN Turk-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“საკითხი რამდენიმე დღის წინ ფიზულიში პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან განვიხილეთ”, – თქვა ჩავუშოღლუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთისგან “დადებითი სიგნალებია მიღებული”, რომლებზეც ანკარა ასევე პოზიტიურად უპასუხებს.

“მაგრამ ჩვენ ასევე განვიხილავთ, რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია აზერბაიჯანთან ერთად. აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა, სომხეთში ჯერ დადებითი შემობრუნება არ მომხდარა“, – დასძინა მევლუთ ჩავუშოღლოუმ.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სომხეთთან დაკავშირებით იქნება მიღებული, აზერბაიჯანთან კოოპერაციაში მოხდება.

დღეს ბრიფინგზე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განცხადა, რომ სომხეთმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთან დაკავშირებით. მისი თქმით, სომხეთი საკითხს რუსეთთან განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები