სომხეთში 1-ელი დეკემბრიდან კორონავირუსისგან აუცრელი მოქალაქეების მკურნალობა ფასიანი გახდება

სომხეთში 1-ელი დეკემბრიდან კორონავირუსისგან აუცრელი მოქალაქეების მკურნალობა, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება. შესაბამის ინიციატივას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

როგორც უწყების პრესმდივანმა, რიპსიმე ხაჩატრიანმა განაცხადა, ამჟამად, მუშავდება შესწორებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას, ან ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატს რესტორნების, საკონცერტო დარბაზებისა და სხვა დაწესებულებების სტუმრობის დროს.

მისივე თქმით, არ განიხილება ფასიანი ვაქცინაციის დაყენების საკითხი და მოქალაქეებს მომავალშიც შეეძლებათ უფასოდ აცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები