ინდოეთმა 5000 კილომეტრის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა – Agni-V გამოსცადა, რომელსაც “დედამიწა-დედამიწა” კლასის ბირთვული პოტენციალი გააჩნია და რომლის მოქმედების მანძილია 5000 კილომეტრი.

ამის შესახებ Al Arabia წერს.

აღინიშნება, რომ ეს არის რაკეტის პირველი საექსპლუატაციო გაშვება, ბოლოს ის 2018 წელს გამოსცადეს – მანამ, სანამ სტრატეგიული ძალების სარდლობის შეიარაღებას გადაეცა.

Agni-V თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციისა და კომპანია Bharat Dynamics Limited-ის მიერ არის შექმნილი. მისი წონა, დაახლოებით, 50 ტონას შეადგენს. რაკეტის სიმაღლე 17,5 მეტრია, დიამეტრი – ორი მეტრი. 1500-კილოგრამიანი ქობინი დამაგრებულია სამსაფეხურიან მყარ სარაკეტო გამაძლიერებლებზე, რომელსაც საწვავი ამუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები