ლევან ნიკოლეიშვილი: არსებობს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი უკრაინაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი თემით არის დაკავებული, არ გამოვრიცხავ – საქართველოშიც კვალი მასზე მიდიოდეს

“მისასალმებელია, რომ ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს”, – ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ის აღნიშნავს, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი უკრაინაში ამ თემით არის დაკავებული და, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოშიც კვალი მასზე და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსანზე მიდიოდეს.
„საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოს პროკურატურის ბრიფინგზე, კერძოდ, “გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.“ როგორც ირკვევა, მათ მიერ დაფუძნებულ იქნა „ქოლცენტრები“, სადაც თაღლითური გზით მილიონობით ევრო თუ დოლარი იქნა გამოძალული. არსებობს ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი უკრაინაში ამ თემით არის დაკავებული და არ გამოვრიცხავ, საქართველოშიც კვალი მასზე და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსანზე მიდიოდეს. მისასალმებელია, რომ ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს”, – წერს facebook – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები