კიმ ჩენ ინმა მოქალაქეებს 2025 წლამდე ნაკლები ჭამისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ჩინეთთან საზღვრის გახსნამდე, ანუ 2025 წლამდე ნაკლები ჭამონ.

ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს პანდემიის გამო დახურა. ამ ნაბიჯმა სერიოზული გავლენა იქონია ფხენიანის ეკონომიკაზე – სამომხმარებლო საქონელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, პროდუქტები კი თაროებიდან გაქრა

გამოცემის წყაროების თანახმად, საკვების არასაკმარისი რაოდენობა უკვე აისახება ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების ცხოვრებაზე. ხალხი ჩივის, რომ დეფიციტის გამო მათ ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ, რომ არაფერი თქვან კიდევ რამდენიმე წელზე.

„საკვებთან დაკაშირებით შექმნილი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ 2025 წლამდე ნაკლები უნდა ვჭამოთ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა დიდი სასოწარკვეთილების განცდისა“, – თქვა ჩრდილოეთ კორეის ქალაქ სეუნიჯუს მცხოვრებმა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის მთავრობის პოზიციას, ოფიციალური პირები საკვების დეფიციტს ქვეყანაზე დაწესებულ სანქციებს, სტიქიურ უბედურებებსა და COVID-19 ეპიდემიას უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები