ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას: დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას

“შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერების რაოდენობა ოპოზიციისას ბევრად აღემატებდოა.

“ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როდესაც ხდება ადამიანების იძულება, მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ, როგორი მუხტი იყო გუშინ. იყო შეძახილები – „საქართველოს გაუმარჯოს“ და ოპოზიციის აქციაზე ანალოგიური პათოსით ისმოდა შეძახილები – „თავისუფლება მიშას“. იქეთ იდგა მიშა, დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს იყო განსხვავება ორ შეკრებას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები