ჟანგბადის უკმარისობა უკრაინაში – რადაში სავარაუდო დივერსიაზე ალაპარაკდნენ

 

უკრაინელი სამართალდამცველები ჟანგბადის დეფიციტის შექმნის საკითხთან დაკავშირებით დივერსიის ვერსიას ამოწმებენ.

ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის – “ხალხის მსახურის” წევრმა, უმაღლესი რადას ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ რადუცკიმ “უკრაინა 24”-ის ეთერში განაცხადა.

„დღეს ამ საკითხს უკრაინის უშიშროების სამსახურიც და უშიშროების ძალებიც ამუშავებენ – არსებობს ეჭვები, რომ ეს შეიძლება, იყოს დივერსია“, – განაცხადა რადუცკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ორმა უმძლავრესმა ჟანგბადის ქარხანამ ზუსტად ეპიდემიის პროგნოზირებადი პიკის დროს დაიწყო ტექნიკური პროფილაქტიკა. მთავრობის თხოვნაზე  ქარხნების პროფილაქტიკის გადადებაზე  მათ უპასუხეს, რომ ეს შეუძლებელია.

რადუცკიმ თქვა, რომ  2 ნოემბერს ქარხნები  მუშაობას განაახლებენ და ამ დრომდე უკრაინა მიიღებს ჟანგბადს პოლონეთიდან (160 ტონა უკვე მიღებულია) და უნგრეთიდან, რომლებთანაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი შეთანხმებები აქვს.

დეპუტატის თქმით, “ოდესაში შექმნილ ვითარებაში უკვე გავერკვიეთ – იქ პოლიტიკური შემადგენელი იყო”.

„ბალონებში ჟანგბადი რომც არ ყოფილიყო, იქ კონცენტრატორები იყო“, – განმარტა მან და დასძინა, რომ ეს არის „ძალიან რთული ვითარება“, ამაში ჩართულნი არიან სამართალდამცავები და ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაცია.

მისი თქმით, მთელს ქვეყანას დღე-ღამეში 344 ტონა ჟანგბადი სჭირდება.

უკრაინაში “დელტა” შტამის გავრცელების გამო, ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტების რიცხვი 10-15%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები