უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 26 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ 22 574 იყო).

ყველაზე მეტი ინფიცირებულია ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ხარკოვის, ლვოვის ოლქებსა და კიევშია.

ასევე, ვირუსს კიდევ 576 პაციენტი შეეწირა (გუშინ 692 გარდაცვალება დაფიქსირდა).

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 2 851 804 ინფიცირებული აღირიცხა, ვირუსს 66 204 ადამიანი ემსხვერპლა.

ამჟამად, ქვეყნის რამდენიმე ოლქში “წითელი ზონა” მოქმედებს. კერძოდ, სუმსკის, ხერსონის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევსკისა და როვენის ოლქებში.

30 ოქტომბერს “წითელი ზონა” კიდევ 7 ოლქში გამოცხადდება.

ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ “წითელი ზონის” კარანტინი კიევშიც გავრცელდეს, თუმცა, ეს იქნება “ლოქდაუნი” არავაქცინირებულთათვის.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ბოლო დროინდელი ინფიცირებისა და გარდაცვალების ანტირეკორდული მაჩვენებლის ფონზე, ქვეყანაში ვაქცინირების მსურველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები