ჯინ შაჰინი: საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააგრძელონ

“საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააგრძელონ”, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია.

„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ წარმატებით აღმოუჩინა დახმარება აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს. სამხედრო წვრთნები, „სი ბრიზი“ (Sea Breeze) ყოველწლიურად იმართება ნატო-ს მოკავშირეების და პარტნიორების მონაწილეობით და ჩვენი შავი ზღვის მოკავშირეებს სოლიდარობის მნიშვნელოვან შეტყობინებას უგზავნის. შავი ზღვის საკითხებზე ნატო-ს პასუხი მეტ კოორდინაციას და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, როგორც ეს ჩანს ბალტიის ზღვის რეგიონში. რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა აისახოს ხალხის ნება და მოხდეს მათი დაახლოება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები