მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში “ლოქდაუნი” გამოცხადდა

მოსკოვი და მოსკოვის რეგიონი არასამუშაო დღეების რეჟიმზე გადადის, რომელიც 7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მოსკოვის ხელისუფლებამ ასეთი ზომები კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებლის ფონზე მიიღო.

ამ ხნის განმავლობაში ქალაქში შეზღუდვები გამკაცრდება.

კერძოდ, შეჩერდება ყველა საწარმოს მუშაობა, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, ასევე, უწყვეტი ციკლის საწარმოებისა და რიგი სხვა.

უახლოესი 1,5 კვირის განმავლობაში მომსახურების სფეროდან იმუშავებს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და საცალო ვაჭრობის ობიექტები, რომლებიც ყიდიან პირველი აუცილებლობის საქონელს.

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არდადეგები გამოცხადდა, უნივერსიტეტები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.

არასამუშაო დღეებში აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება “როსპოტრებნადზორის” თანხმობის გარეშე.

11-დღიანი “ლოქდაუნი” ასევე გამოცხადებულია მოსკოვის რეგიონში.

ფედერალურ დონეზე, ვლადიმერ პუტინის განკარგულება უქმე დღეების გამოცხადების შესახებ ოფიციალურად 30 ოქტომბრიდან  7 ნოემბრის ჩათვლით გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები