IPSOS-ი​ ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

“მთავარი არხი” IPSOS-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ზუგდიდში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ანზორ მელია – 54,7%

„ქართული ოცნება“ – მამუკა წოწერია – 45,3%

რაც შეეხება ბათუმს, კვლევის თანახმად, ბათუმში მონაცემები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი კირთაძე – 51,3%

„ქართული ოცნება“ – არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

IPSOS-ის კვლევის თანახმად ქუთაისის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ხატია დეკანოიძე – 51,7%

„ქართული ოცნება“ – იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%

რაც შეეხება რუსთავს, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – დავით კირკიტაძე – 53,1%

„ქართული ოცნება“ – ნინო ლაცაბიძე – 46,9%

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები