გიორგი ცუცქირიძე: რასაც “ნაცოპოზიცია” გვთავაზობს და აპიარებს, არანაირი კოალიციური მმართველობის მოდელი ეს არ არის, რეალურად ეს არის ყოფილი ნაციონალების ერთიან ფრონტად გამოსვლა

თუ თავების დათვლაზე მიდგება საქმე, დღეს საპირწონედ “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც დაჭირდა მართლა სარეკორდო რაოდენობის მხარდამჭერების დემონსტრირება მოახდინა და ვერანაირი დაპირებით ან გნებავთ მატერიალური წახალისებით, მინიმუმ 150 ათას ადამიანს ვერ გამოიყვან! იმ საპროტესტო ელექტორატის ნაწილს წარმოადგენდნენ, ვისაც არ სურს წარსულში დაბრუნება, რამაც ლტოლვილებად და ემიგრანტებად აქცია – ამის შესახებ “Facebook” -ზე ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

იგი ასევე ფიქრობს, რომ ოპოზიცია არჩევნებში თბილისთან ერთად, ყველა მეტ ნაკლებად დიდ თვითმმართველ ქალაქს წააგებს.

“არ ვიცი რამდენად იყო შთაგონებული მიხეილ სააკაშვილი, 1939 წლის ბრიტანეთთან ომზე ფიურერის გერინგთან საუბრის დედააზრით-“მთელი ცხოვრება ვა-ბანკზე ვთამაშობ”, როდესაც ვა -ბანკზე წასვლა და საქართველოში, ცნობილ ამერიკელ დიპლომატს, რომ დავესესხო, “პარაშუტით ჩამოფრენა”‘გადაწყვიტა.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებული ოპოზიციის ვა -ბანკზე წასვლაც სწორედ მიხეილ სააკაშვილის ახალ, ავანტიურის ზღვარზე დასულ პოლიტიკურ უვერტიურას უკავშირდება.

პირდაპირი განაცხადი, რომ ქვეყანაში მეორე ტურის წინ სიტუაცია არის რადიკალურად გარდატეხილი და ოპოზიცია იგებს არჩევნებს ყველა ოცივე ქალაქსა და ოლქში ამაზე მიუთითებს. მთელი ოპოზიციური მედია პლატფორმაც და 14 ოქტომბრის შედარებით ხალხმრავალი აქციაც, რაც ბოლო წლების ოპოზიციურ მაქსიმუმად შეფასდა, ამ განწყობების შემადგენელია.

რეალობის ამ ვირტუალურ წარმოსახვაში წარმოჩენაც, რომ წამგებიანი იქნებოდა ცხადი უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც ცრურწმენა “ქართული ოცნების” ნაადრევ ჩამოშლაზე, რასაც “ოპოეთერების გურუები” ქადაგებენ.

რასაც “ნაცოპოზიცია” გვთავაზობს და აპიარებს, არანაირი კოალიციური მმართველობის მოდელი ეს არ არის. რეალურად ეს არის ყოფილი ნაციონალების ერთიან ფრონტად გამოსვლა. თუ კოალიციაზე მიდგა საქმე, მსგავსი კოალიციური ფორმატი 2004 წელსაც გამართულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო, სადაც “ნაციონალური მოძრაობასთან” და “გაერთიანებულ დემოკრატებთან” ერთად ერთიან სიაში მონაწილეობდნენ რესპუბლიკელები და ეროვნულ ძალთა გაერთიანება.

ვერც 14 ოქტომბრის ასე გაპიარებული აქცია გამოდგება უპირობო მხარდაჭერის რაიმე ინდიკატორად. თუ თავების დათვლაზე მიდგება საქმე, დღეს საპირწონედ “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც დაჭირდა მართლა სარეკორდო რაოდენობის მხარდამჭერების დემონსტრირება მოახდინა და ვერანაირი დაპირებით ან გნებავთ მატერიალური წახალისებით, მინიმუმ 150 ათას ადამიანს ვერ გამოიყვან! იმ საპროტესტო ელექტორატის ნაწილს წარმოადგენდნენ, ვისაც არ სურს წარსულში დაბრუნება, რამაც ლტოლვილებად და ემიგრანტებად აქცია!

სწორედ, ამ ვა-ბანკზე წასვლით წააგებს სულ რაღაც დარჩენილ სამ დღეში ოპოზიცია თბილისთან ერთად, ყველა მეტ ნაკლებად დიდ თვითმმართველ ქალაქსაც. ჩვენ იმასაც ვნახავთ, რომ არც ამ არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაცია დადგება ეჭქვეშ და ვერც ოპოზიციის პროტესტი შეცვლის რამეს, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო ყოველთვის ხალხის განწყობაა!

ვა-ბანკზე თამაშით თუ რა მოიგო ფიურერმა ეს ისედაც ცნობილია, რა შარში გახვია და რა ისტორიულ სირცხვილში ამყოფა წლების განმავლობაში ამხელა ისტორიის და კულტურის მქონე გერმანელი ხალხი, ესეც ხომ ვიცით!

დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ქართველ ხალხს არც ამნეზია ჭირს და ისტორიიდანაც სათანადო დასკვნები გამოაქვს, არც სააკაშვილის ანტიჰუმანური და რეპრესიული სისტემა დავიწყებია და არც ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები