თეა წულუკიანი: მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისა და გამძლეობისთვის

“პირველ რიგში, მადლობა ნდობისთვის, ამდენწლიანი მხარდაჭერისა და გამძლეობისთვის. მე მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა მივუძღვნა ჩემზე უფროს თაობებს და ჩემზე უმცროსებს – ახალგაზრდებს”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, ვინც ვართ დღეს აქ, ხელისუფლებაში, ზოგმა გადაიარა 40 წელი, ზოგმა 50 წელსაც მივუკაკუნეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინმემ კი არ გვიამბო, როგორ მოიპოვა ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, როდესაც ვიყავით ბავშვები და ახალგაზრდები. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა უფროსმა თაობებმა დიდი გასაჭირი გამოიარეს, ბევრი ბრძოლა გადაიხადეს – ეს ის დრო იყო, როცა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა, ჰიმნი, არ ჰყავდა ჯარი, პოლიცია, სამაშველო სამსახური. ისინი იბრძოდნენ სუუვერენიტეტისთვის. მათ შემოგვინახეს რწმენა, რომელსაც დღეს ბოროტი ძალა ებრძვის. მათ შემოგვინახეს ენა, კულტურა და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები