ირაკლი ჩიქოვანი: 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე

“ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე”, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.

ჩიქოვანმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “ოცნების” გამარჯვება აუცილებელია, რათა ქვეყანამ განაგრძოს მშვიდობიანი გამარჯვება.

“ძალიან ამაღელვებელია ამხელა მხარდაჭერა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა და, პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ, დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ ვიზეიმეთ! გამარჯვება, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარება, რათა ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ევროპულ ოჯახში ცხოვრება.

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება. ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე.
ბატონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ.
რა თქმა უნდა, არ იქნებოდა არც 2012 და არცერთი სხვა გამარჯვება, რომ არა თქვენი მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები