ირაკლი კობახიძე: მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს – ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, მისი თქმით, 10 წლის წინ დანაშაულებრივი რეჟიმი დაამარცხა.

“მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს – ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა თავისუფლებისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართული უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები