გურამ მაჭარაშვილი: როცა „ნაცმოძრაობამ” დააანონსა აქცია კანონის ფარგლებში ჩაატარა, ახლა თუ „ქართული ოცნება” ახდენს მობილიზებას საკუთარი მხარდამჭერების შეკრების, რატომ ნერვიულობენ?

“როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ” დააანონსა აქცია კანონის ფარგლებში, ჩაატარა, ახლა თუ „ქართული ოცნება” ახდენს მობილიზებას საკუთარი მხარდამჭერების შეკრების, რატომაა მიუღებელი და რატომ ნერვიულობენ?”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “ქართული ოცნების” მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მღელვარება გასაგებია, რადგან მოქალაქეების უმეტესობა მმართველ გუნდს უჭერს მხარს.

„ნაციონალურ მოძრაობას” ჰგონია, რომ 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორია. მათ უნდა შევახსენოთ, რომ ასე არ არის. ჰგონიათ, რომ აქციების და შეკრების თავისუფლება მხოლოდ მათზე ვრცელდება, თუ ვინმეს შეუძლია, რომ პარლამენტში იძალადოს და ეს გამოხატვის თავისუფლებად გაასაღოს – მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და ა.შ. აქცია არის ჩვეულებრივი მოვლენა. როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ” დააანონსა აქცია კანონის ფარგლებში, ჩაატარა, ახლა თუ „ქართული ოცნება” ახდენს მობილიზებას საკუთარი მხარდამჭერების შეკრების, რატომაა მიუღებელი და რატომ ნერვიულობენ? იმიტომ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”. გასაგებია, მათი მღელვარება, რადგან ისინი ნახავენ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ქვეყანაში რადიკალიზმი დამთავრდეს და დამთავრდეს ისეთი რადიკალური პოლიტიკური ძალის არსებობა, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, ეს საზოგადოება წარსულში დაბრუნებას ეუბნება უარს და უნდა მომავალი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები