ხობში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

ამავე ცნობით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანა დაილუქა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები