ამირან სალუქვაძე – ანა ნაცვლიშვილზე: დედ-მამას რომ დაგიჭერენ და ამ ძალასთან შემდეგ კოალიციაში შედიხარ, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა შკალაზე სად იმყოფება

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის ოპოზიციის კოალიციაში გაერთიანებას გამოეხმაურა.

„დედ-მამას რომ დაგიჭერენ, ქონებას წაგართმევენ და ამ ბოროტების შემდეგ მთელი ცხოვრება ამ მოძალადე პარტიის ხაზზე ზიხარ, ბოლოს შენს ოჯახზე მოძალადეებთან კოალიციაში შედიხარ და ერთ-ერთ სახესთან ქუთაისში მოადგილის თანამდებობას დათანხმდები, არ ვიცი, რა სინდრომია და ღირებულებათა სკალაზე სად იმყოფება“, – წერს სალუქვაძე Facebook-ზე.

25 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქუთაისში ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები