ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტში მიიღო მონაწილეობა
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც სემინარში მონაწილეობდნენ, შეხვედრის ფარგლებში გაეცვნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიასა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ სემინარის მუშაობის პროცესში საქსტატის აღმასრულებელ დირექტორსა და ამავდროულად ღონისძიების მოდერატორს გოგიტა თოდრაძესა და ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გივი ბედიანაშვილის წინასწარი მოლაპარაკებით, უახლოეს მომავალში, ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობით სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა.