საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა და ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებმა პროგრამის გამოცდილებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ათასწლეულის სტიპენდია ტრანსფორმაციული გამოცდილებაა, რომელიც გლობალური საკითხების გარშემო მსოფლიო დონის ლიდერობის განვითარების რესურსებთან კერძო სექტორისა და ატლანტიკური საბჭოს გამოცდილებას აერთიანებს.