ესპანეთში, ტურიზმის მსოფლიო სამიტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ესპანეთში, ტურიზმის მსოფლიო სამიტში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სამიტი  – Future of Tourism World Summit გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.

სამიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის მინისტერიალი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის წევრების მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.

სამიტის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს კოვიდურ პერიოდში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. საუბარი შეეხება ტურიზმის აღდგენის გეგმებს, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, ურბანულ ტურიზმს, მომხმარებელთა და ტურისტთა დაცვას.

სამიტი – Future of Tourism World Summit ესპანეთში, ბარსელონაში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები