ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავ იუბილეს ფრიდონ სულაბერიძეს და კვლავაც დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფრიდონ სულაბერიძემ მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით ყველაზე დიდი ჯილდო – ხალხის სიყვარული მოიპოვა.

“ჩვენს ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს 80 წელი შეუსრულდა.

ბატონმა ფრიდონმა მთელი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, ჩვენი კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.  მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით მან ყველაზე დიდი ჯილდო – ხალხის სიყვარული მოიპოვა.

გულითადად ვულოცავ იუბილეს ბატონ ფრიდონს და კვლავაც დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები