The Wall Street Journal: აშშ-ში ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის საქმეს იძიებენ

აშშ-ში ერთდროულად რამდენიმე უწყებამ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შესახებ, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

მათი ინფორმაციით, შემოწმებას პენტაგონის გენერალური ინსპექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელწიფო დეპარტამენტი, ჯანდაცვის და სოციალური საქმეების სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩაატარებენ. ასევე შემოწმდება ავღანეთიდან აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის საკითხები, ქვეყნის საელჩოს დახურვა, ასევე იძულებით გადაადგილებულ ავღანელთა საგანგებო ევაკუაცია.

შეგახსნებთ, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლება თალიბებმა ჩაიგდეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა. ყველას გამოყვანა ვერ მოხერხდა. ამერიკელებმა ქვეყანა სრულად 31 აგვისტოს დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები